Overview

2020 წლის აპრილში, კომპანია ESPN-მა კალათბურთის ღმერთის, მაიკლ ჯორდანის შესახებ დოკუმენტური სერიალი გამოუშვა,სადაც დეტალურად არის განხილული იმ ეპოქის „ჩიკაგოელი ხარების“ წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიზეზები და საიდუმლოები. საქმე იმაშია, რომ ამ … Continue reading რატომ კორპორატიული საღამო?

2020 წლის აპრილში, კომპანია ESPN-მა კალათბურთის ღმერთის, მაიკლ ჯორდანის შესახებ დოკუმენტური სერიალი გამოუშვა,სადაც დეტალურად არის განხილული იმ ეპოქის „ჩიკაგოელი ხარების“ წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიზეზები და საიდუმლოები. საქმე იმაშია, რომ ამ კადრების ყურებისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე გუნდური მუშაობის სასიცოცხლო მნიშვნელობაში.

ვინც არ უნდა იყო, ბიზნესმენი, სპორტსმენი, სტარტაპერი თუ უბრალო მოქალაქე რომელიც სხვა ადამიანებთან თანაცხოვრებას ცდილობს, _ გუნდური მუშაობა ყველა ჩვენგანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ამ ბლოგში მოკლედ ვისაუბრებ იმ მიზეზებზე რატომ არის კორპორატიული საღამო უმნიშვნელოვანესი ღონისძიება ნებისმიერი ორგანიზაციისათვის.

1. კორპორაციული კულტურის გამტკიცება

ნებისმიერ ორგანიზაციას გააჩნია საკუთარი ღირებულებები, ბიზნესის წარმართვის ფილოსოფია და აზროვნების სტილი, რომლის გარშემოც უნდა გაერთიანდეს პროცესში მონაწილე ნებისმიერი მხარე, იქნებიან ეს უმაღლესი მენეჯმენტის წარმომადგენლები, დაქირავებული თანამშრომლები თუ საქმიანი პარტნიორები.
ფასეულობათა მყარი სისტემის ქონის და მისი გააზრების გარეშე ნებისმიერი საქმე განწირულია წარუმატებლობისთვის.

2. თიმბილდინგი

ღირებულებათა თანხვედრა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ გუნდი ეფექტურად იმუშავებს.
დღის განმავლობაში ოფისში გატარებული 8 საათი ხშირად არ არის საკმარისი სასურველი შედეგის მისაღწევად.
ორგანიზაციის ფუნქციონირებისათვის უმნიშვნელოვანესია თანამშრომელთა განწყობა და ადამიანური ურთიერთობები _ ერთმანეთთან საქმიანად დაკავშირებული ადამიანების არაფორმალურ გარემოში თანაცხოვრება. მერწმუნეთ, უშუალო სამუშაო გარემო დასაქმებულთა უმრავლესობისათვის ფინანსურ სარგებელზე მნიშვნელოვანი მოტივაციაა.

3. პროფესიული განვითარება და ინტერაქცია

ალბათ ყველას გვესმის, რომ საღამოს, გასართობად წასული ადამიანისათვის სამსახურეობრივ თემებზე საუბარი ძალიან მოსაბეზრებელია, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ კორპორატიული საღამო ყოველთვის კარგი საშუალებაა მცირე ტრენინგისა თუ ვორქშოფის ჩასატარებლად, ახალი სერვისისა თუ პროდუქტის საპრეზენტაციოდ.
გახსოვდეთ, ინტერპერსონალური ურთიერთობების დამყარების ნიჭი ბიზნესში გადამწყვეტია. მთავარია სწორედ შეირჩეს ღონისძიების თემატიკა და ეფექტურად მოხდეს მისი ორგანიზება.

4. თანამშრომლების მოტივაცია და მათი შენარჩუნება

ყველა კომპანიას მართვის ინდივიდუალური სტილი აქვს. ზოგი ბონუსური სისტემით ცდილობს პერსონალის წახალისებას, ზოგი კარგი სადაზღვევო პაკეტით
ან თავისუფალი სამუშაო გრაფიკით, მაგრამ იცოდეთ, რომ დასაქმებულების მიმართ მადლიერების გამოხატვა თქვენი მოვალეობაა.
იყავით გულწრფელი, გაეცით რჩევებიც, შენიშვნებიც და როცა საჭიროა თქვით ეს ჯადოსნური სიტყვა : „მადლობა“

5. PR, brand, social engagement

ნებისმიერი კორპორატიული საღამო თავისთავად საზოგადოებასთან ურთიერთობის აქტია.
მსგავსი ღონისძიებები თქვენ გაძლევთ უპირატესობას როგორც დასაქმებულის, ასევე კონკურენტების თვალში და გაპოზიციონირებთ, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესს, რაც ბუნებრივია რომ მარტივად ითარგმნება როგორც ციფრულ მედიაში, ასევე ზეპირსიტყვიერებაშიც. (word of mouth)

ბლოგს კი ისევ გენიალური მაიკლ ჯორდანის სიტყვებით დავასრულებ :

„ნიჭი იგებს თამაშებს, გუნდური მუშაობა გაქცევთ ჩემპიონად“