Overview

à la fourchette – ფრანგულიდან ქართულად რომ ვთარგმნოთ , „ჩანგლით მირთმევას“ ნიშნავს და  ქეითერინგის ერთ-ერთი ფორმაა. (Cater  _ თავისმხრივ, ინგლისური სიტყვა და საკვების მიწოდებას, საჭმლით უზრუნველყოფას ნიშნავს). როგორც ყველაფერს სამყაროში, … Continue reading ფურშეტი, როგორც თანამედროვე „ქეიფი“

à la fourchette – ფრანგულიდან ქართულად რომ ვთარგმნოთ , „ჩანგლით მირთმევას“ ნიშნავს და  ქეითერინგის ერთ-ერთი ფორმაა. (Cater  _ თავისმხრივ, ინგლისური სიტყვა და საკვების მიწოდებას, საჭმლით უზრუნველყოფას ნიშნავს). როგორც ყველაფერს სამყაროში, _ ფურშეტსაც თავისი ეტიკეტი და წესები აქვს, თუმცა დღეს ამ დეტალებით არ შეგაწყენთ თავს.

სამყარო მუდმივად ისწრაფვის გამარტივებისკენ და რა გასაკვირია, რომ დროის მსვლელობასთან ერთად ფურშეტი თანდათან უფრო პოპულარული გასტრონომიული ღონისძიება გახდა. ტრადიციული ქართული სუფრისგან განსხვავებით ფურშეტს არ ჰყავს თამადა და ჩვენგან არ მოითხოვს „ჩაჯდომას“, ან სუფრის მიმართ აბსოლუტურ კონცენტრაციას.
ის, თავის თავში ძირითადად მსუბუქ, მცირე ულუფებით მისართმევ, მარტივ კერძებს გულისხმობს, თუმცა გურმანები ამან არ შეგაშინოთ, მშივრები ნამდვილად არ დარჩებით,
რადგან ფურშეტების უამრავი ნაირსახეობა არსებობს და შეგიძლიათ საკუთარი სურვილის მიხედვით შეადგინოთ გემრიელი მენიუ.

როგორც ზემოთ აღვნიშნე , თავისი ბუნებით ფურშეტი დროსტარების უფრო გახსნილი, გამარტივებული, რაც მთავარია, დემოკრატიული ფორმაა და საშუალებას იძლევა ასეთ შეხვედრების პროფესიული და საქმიანი დატვირთვაც მივცეთ. სიმბოლურია, რომ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ერთი წლის თავზე, ჯერ კიდევ 1919 წელს, თბილისის მაშინდელი თავი ბენია ჩხიკვიშვილი სწორედ ფურშეტის ტიპის ღონისძიებით მასპინძლობს ევროპიდან ჩამოსულ უცხოელ პარტნიორებსა და პოლიტიკოსებს,
(კადრებია დაცულია ეროვნულ არქივში) რაც ადასტურებს, რომ მასშტაბური ღრეობები ქართველებისათვის არცისე ორგანული იყო, როგორც ხშირად გვგონია ხოლმე.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ფურშეტი არ არის მხოლოდ დროის გასატარებლად დაგეგმილი ღონისძიება, ის უფრო არაფორმალური ვახშამია და გემრიელი საკვების მირთმევის პარალელურად უამრავ თავისუფალ დროს გაძლევთ, რათა თქვენი ყურადღება უფრო მეტად იყოს მიმართული ადამიანური ურთიერთობებისკენ,რაც დამეთანხმებით თანამედროვე ციფრულ ეპოქაში ძალიან დეფიციტური რამ გახდა.

არ შეიზღუდოთ თავი ტანისამოსის არჩევისას, რადგან როგორც ზემოთ ვთქვი ფურშეტი მარტივი და გახსნილი ღონისძიებაა, რომელიც (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა) არ მოითხოვს განსაკუთრებული დრესკოდის დაცვას. ფურშეტის მსვლელობისას „გაძღომა“ და მუცლის „ამოყორვაც“ არ არის რეკომენდებული, შესაბამისად, სასურველია თუ ღონისძიებაზე დანაყრებული მიხვალთ.

ცნობილი ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში „დიდი საქმეები“, მნიშვნელოვანი ფინანსური თუ პოლიტიკური შეთანხმებები, ძირითადად სუფრებზე, კლასიკური „ქეიფის“ დროს ხდებოდა,
დღეს კი ამ ავანსცენამ ფურშეტის სივრცეში გადმოინაცვლა, რადგან ეს იდეალური სიტუაციაა ჭკვიანური გეგმის გემრიელი განხორციელებისათვის.

მოკლედ, თუ გემრიელ ჭამასთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარება და ადამიანებთან მეტი ურთიერთობა გიყვართ, ამავდროულად არც ფულის დაზოგვის წინააღმდეგი ხართ,
ფურშეტი თქვენთვის ზედგამოჭრილი ღონისძიებაა თუმცა გახსოვდეთ, თუ გემრიელი ივენთის ორგანიზება გსურთ, ეს საქმე მხოლოდ პროფესიონალებს უნდა ანდოთ.